საზოგადოების წესები

Ancestry-ს მისიაა — ყველა ადამიანი საკუთარ წარსულთან დააკავშიროს, რათა მათ შეძლონ უნიკალური ოჯახური ისტორიების აღმოჩენა, შენარჩუნება და გაზიარება. Ancestry-ს წევრები ქმნიან განსაკუთრებულ საზოგადოებას, რომელიც მონაწილეობს და თანამშრომლობს ოჯახურ ისტორიებთან დაკავშირებით, ამყარებს ახალ კავშირებს, ურთიერთობს და აზიარებს კონტენტს. ოჯახური ისტორიები ვითარდება, როდესაც საზოგადოება იცავს წესებს, რომლებიც ხელს უწყობს Ancestry-ს წევრების ჩართულობას და ერთმანეთის პატივისცემას. იმისადა მიუხედავად, თქვენი მონაწილეობა დნმ-ით იწყება თუ ოჯახის ისტორიით, გვსურს, რომ Ancestry-ს საზოგადოებაში ყველა სასურველ სტუმრად გრძნობდეს თავს.

ეს ინსტრუქციები ვრცელდება Ancestry-სთვის თქვენ მიერ გაგზავნილ, ატვირთულ ან გამოქვეყნებულ ყველა კონტენტზე, მაშინაც კი, თუ ის სხვებთან არ არის გაზიარებული. თუ შეხვდებით ისეთ რამეს, რაც არღვევს წინამდებარე წესებს, თქვენს უფლებებს, ან შეიცავს უკანონო კონტენტს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ან შეგვატყობინეთ ონლაინ და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. ინფორმაციისთვის, თუ რა ტიპის საჩივრების წარდგენა შეგიძლიათ და ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის პროცესის შესახებ, იხილეთ აქ. გმადლობთ, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ხართ!

ვებგვერდზე წვდომა და უსაფრთხოება

თქვენი Ancestry-ს ანგარიშის ან Ancestry-ს ნებისმიერი სერვისების გამოყენებისას თქვენ:

  • უნდა დაიცვათ ყველა მოქმედი კანონი.
  • უნდა გქონდეთ თქვენი საკუთარი Ancestry-ს ანგარიში და შეარჩიოთ მომხმარებლის უნიკალური სახელი და პაროლი.
  • არ უნდა გაუზიაროთ თქვენი Ancestry-ს ანგარიშის პაროლი ვინმე სხვას.
  • არ უნდა დართოთ ნება 13 წლამდე ასაკის ბავშვს, რომ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ან დაპოსტოს კონტენტი თქვენი Ancestry-ს ანგარიშის მეშვეობით.
  • უნდა მიუთითოთ სწორი და სრული საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის მოქმედი ელფოსტის მისამართი.
  • არ უნდა აირჩიოთ მომხმარებლის ისეთი სახელი, რომელიც არის სიძულვილის შემცველი, უხამსი ან სხვაგვარად შეუსაბამო, როგორც ეს განსაზღვრულია Ancestry-ს მიერ, თავისი შეხედულებისამებრ.
  • არასოდეს მოახდინოთ თქვენი ვინაობის არასწორად წარდგენა არც Ancestry-თვის და არც სხვა მომხმარებლებისთვის.
  • არ უნდა შეუშალოთ ან შეეცადოთ ხელი შეუშალოთ სერვისებს, მათ შორის რაიმე პროგრამული უზრუნველყოფის, ვირუსის ან რუტინის გამოყენებით Ancestry-ს რაიმე მასალის ან ვებგვერდების დაბლოკვის, დაფარვის, შეცვლის, ან სხვა პირის პროგრამული უზრუნველყოფის, აპარატურის ან სატელესაკომუნიკაციო აღჭურვილობის განადგურების მიზნით.
  • არ უნდა გააზიაროთ კონტენტი ან განახორციელოთ კომუნიკაცია, რომელიც იცით, რომ არის ყალბი ან შეცდომაში შემყვანი, მათ შორის თავის ნებისმიერ სხვა პიროვნებად გასაღება, ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან (მათ შორის Ancestry-თან) თქვენი კავშირის არასწორად წარმოდგენა, ცრუ განცხადებები მხარდაჭერის შესახებ, რომელიც თქვენ არ გაქვთ, ან შეცდომაში შემყვანი განცხადება, რომ თქვენ ხართ Ancestry-ს ან მისი კომპანიების ჯგუფის თანამშრომელი ან წარმომადგენელი.

საზოგადოების უსაფრთხოება და აკრძალული კონტენტი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი სერვისები შეიცავს ისტორიულ სურათებს, დოკუმენტებსა და ნარატივებს, რომლებიც ზოგიერთი მომხმარებლისთვის შეიძლება მიუღებელი ან შემაშფოთებელი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კონტენტი შეიძლება შენარჩუნდეს მისი ისტორიული ღირებულებისა და გენეალოგიურ ხეებთან ფაქტობრივი კავშირის გამო, ჩვენი მიზანია ისტორიული მონაცემების შენარჩუნების დაბალანსება საზოგადოების სტანდარტებთან. მომხმარებლებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ სხვების აზრი და შესაძლოა გთხოვოთ, წაშალოთ გარკვეული კონტენტი ან თქვენი ხე კონფიდენციალური გახადოთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია უკანონო, მუქარის შემცველი, მავნე ან შეურაცხმყოფელი კონტენტისა და ქცევის აღკვეთა, მათ შორის შეზღუდვის გარეშე:

  • დამამცირებელი, ცილისმწამებლური, ვულგარული, სიძულვილის შემცველი, შეურაცმყოფელი, თაღლითური ან უხამსი კონტენტი.
  • კონტენტი, რომელიც აღვივებს ან გამოხატავს სიძულვილს ან ძალადობას ნებისმიერი პიროვნების ან ჯგუფის მიმართ.
  • აშკარად სექსუალური, პორნოგრაფიული ან აგრესიული კონტენტი.
  • ჩვენი სერვისების გამოყენება ნებისმიერი მომხმარებლის თვალთვალის, შევიწროების, დაშინების, მუქარის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზნით.
  • Ancestry-ს თანამშრომლების პირადი შეურაცხყოფა ან Ancestry-ს გამოთვლით რესურსებზე ზემოქმედება.
  • კონტენტი, რომელიც საჯაროდ აზიარებს ნებისმიერი პიროვნების პირად, საკუთრების უფლებით სარგებლობის ან კონფიდენციალურ ინფორმაციას მისი ნებართვის გარეშე, როგორიცაა ცოცხალი პირების ფოტოები, დალუქული სასამართლო დოკუმენტები, სენსიტიური ფინანსური ან საკონტაქტო ინფორმაცია. არასრულწლოვანთა შემთხვევაში, დაგჭირდებათ მათი მშობლის ან მეურვის თანხმობა.

ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა უკანონო კონტენტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მასალების (CSAM) და ტერორიზმის პროპაგადის კონტენტის მიმართ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ პროცესები ასეთი კონტენტის მონიტორინგისა და წაშლისთვის, მათ შორის:

  • მარტივი ონლაინ ანგარიშგების ინსტრუმენტისა და ტელეფონის ნომრის შენარჩუნება, რათა მომხმარებლებმა შეძლონ კონტენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მოდერატორების გუნდებისთვის; და
  • კონტენტის მოდერატორების გუნდების მომზადება ასეთი კონტენტის გამოძიებაში და წაშლაში, როგორც კი მის შესახებ შეიტყობენ;
  • "ჰეშ-შესაბამისობის" ტექნოლოგიის გამოყენება ისეთი კონტენტის პროაქტიული სკანირებისა და შემდგომი განხილვისთვის მონიშვნისთვის, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ან ექსპლუატაციას;
  • გარკვეულ ფუნქციებზე წვდომის შეზღუდვა ფასიანი მომხმარებლებისთვის და საცდელი ვერსიის მომხმარებლებისა და გამომწერების ვინაობის დადასტურება თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;
  • ისეთი ტიპის მედიაფაილების შეზღუდვა, რომელთა გაზიარება პირდაპირი შეტყობინებების მეშვეობით შესაძლებელია (მაგ., ვიდეოს გაზიარების აკრძალვა); და ასევე
  • ნების დართვა მომხმარებლებისთვის დაბლოკონ სხვა მომხმარებლები და გამორთონ შეტყობინებები მათგან.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა

თქვენი Ancestry-ს ანგარიშისა და Ancestry-ს სერვისების გამოყენებისას თქვენ არ უნდა:

  • წარადგინოთ, გამოაქვეყნოთ, განათავსოთ ან გააზიაროთ კონტენტი, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით ან სავაჭრო ნიშნით, თუ თქვენ არ გაქვთ საავტორო უფლებების ან სასაქონლო ნიშნის მფლობელისგან მიღებული აშკარა ნებართვა ასეთ კონტენტზე. დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი საავტორო უფლებების პოლიტიკა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ თქვენს კონტენტს საჯაროდ აზიარებთ, სხვა მომხმარებლებს ექნებათ თქვენს კონტენტზე წვდომა და მისი გამოყენების შესაძლებლობა, როგორც სერვისების ნაწილი ან მასთან ერთად. ჩვენ არ მოგვეთხოვება თქვენი რომელიმე კონტენტის წაშლა მისი საჯაროდ გაზიარების შემდეგ.
  • განახორციელოთ რეპროდუქცია, უკუინჟინერია ან გაყიდოთ Ancestry-ს სერვისების ნებისმიერი ნაწილი (მათ შორის AncestryDNA-ის ტესტის ნაკრები) ან Ancestry-ს კონტენტი, ან სისტემატურად ჩამოტვირთოთ მონაცემები Ancestry-ს მონაცემთა ბაზებიდან, რათა შექმნათ ან შეავსოთ სხვა მონაცემთა ბაზა ნებისმიერი სხვა მიზნით.
  • გამოიყენოთ „აპზე გადამყვანი ბმული” ან ჩარჩო ბმული, ჩაშენებული ბმული ან Ancestry-ს ნებისმიერი სერვისის რომელიმე ნაწილის სარკე საიტი Ancestry-ს წერილობითი ნებართვის გარეშე.
  • გააზიაროთ, გაავრცელოთ, გამოაქვეყნოთ ან გაამჟღავნოთ ნებისმიერი კონტენტი, ფუნქცია ან ინფორმაცია, რომელზეც წვდომა მოხდა ადრეული წვდომის პროგრამების, ბეტა ტესტირების, წინასწარი გამოშვებების ან სხვა წინასწარი გამოშვების ფუნქციონალის მეშვეობით Ancestry-ს წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.

სპამი დაუშვებელია

თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Ancestry-ს ანგარიში ან Ancestry-ს სერვისები (ან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია სერვისების მეშვეობით) ნებისმიერი რეკლამის, სარეკლამო მასალის, უსარგებლო ფოსტის, სპამის, სპამი-წერილების ან რაიმე სხვა სახის მოწოდების გამოსაქვეყნებლად ან ხელმისაწვდომად გახდისთვის.

საფლავის ძიება

„საფლავის ძიების” ინსტრუმენტის გამოყენებისას, გაითვალისწინეთ ეს დამატებითი წესები:

  • ბოროტად ნუ გამოიყენებთ ინსტრუმენტებს შესწორებების ან დამატებების შესატანად ან „საფლავის ძიების” სხვა წევრებისთვის შეტყობინებების გასაგზავნად იმ მოგონებების შესახებ, რომლებსაც ისინი აქვეყნებენ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ დაკრძალვის ცერემონიების, სასაფლაოების და გარდაცვლილთა მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ მკვიდრი საზოგადოების ნაწილი ცდილობს პატივი მიაგოს და ხაზი გაუსვას მათ საფლავებს, ხოლო სხვებს არ სურთ, რომ მათი საფლავები იყოს მოძიებული, ფოტოები გადაღებული ან საჯაროდ გამოქვეყნებული. არ განათავსოთ, გადასცეთ ან აჩვენოთ კონტენტი, რომელიც აღებულია ან ეხება ფედერალურად ან/და შტატის მიერ აღიარებულ მკვიდრი ამერიკელების მიწებს ან/და წევრებს შესაბამისი და აფილირებული საზოგადოების, ხალხის ან ტომის პირდაპირი თანხმობისა და ნებართვის გარეშე, იმ შემთხვევის გარდა, თუ თქვენ ხართ აღნიშნული ტომის წევრი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი.

იურიდიული დეტალები

Ancestry-ს საზოგადოების წესები ვრცელდება იმ ვებსაიტების, სერვისებისა და მობილური აპლიკაციების ყველა მომხმარებელზე, რომლებიც ამ საზოგადოების წესდებაზე ბმულებს ათავსებენ (მათ შორის Ancestry, AncestryDNA, Newspapers.com, Find a Grave, Fold3, Forces War Records, Archives, WeRemember და AncestryPreserve) და მიზნად ისახავს თქვენი და მთელი Ancestry-ს საზოგადოების დაცვას. წინამდებარე წესებში მთავრული ასოებით დაწერილ ნებისმიერ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მითითებულია Ancestry-ს წესებსა და პირობებში და კონფიდენციალობის დებულებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები ყოვლისმომცველია, ისინი ამომწურავი არ არის. Ancestry უკრძალავს სერვისების მომხმარებლებს, რომ ჩაერთონ ნებისმიერ საქმიანობაში, რომელსაც Ancestry, თავისი შეხედულებისამებრ, თვლის, რომ შეურაცხმყოფელია, ლახავს სხვათა უფლებებში ან ზიანს აყენებს ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს. Ancestry არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ქმნიან და აზიარებენ საზოგადოებაში, თუმცა ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წავშალოთ ნებისმიერი პოსტი ან კომენტარი, რომელიც არღვევს წინამდებარე წესებს ან ჩვენს წესებსა და პირობებს.

სერიოზული ან განმეორებითი დარღვევები ან სამართალდარღვევები გამოიწვევენ პასუხისმგებლობის მქონე მომხმარებლის ანგარიშის შეწყვეტას, Ancestry-ს შეხედულებისამებრ.